10:23 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 17:51:12, 428 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილზე - რა თქმა უნდა, ის არის ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი

„სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი  ბოლო ორი დღის მანძილზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. ხიდაშელის განცხადებით სრული პასუხისმგებლობა ამ თავდასხმებზე ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი წახალისებაა იმ ძალადობის რაც მე-5 პრეზიდენტზე განხორციელდა.

ის ასევე ყოფილ პრემიერ მინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმასაც ეხმაურება და ამბობს რომ, ქართულმა ოცნებამ გახარია პარლამენტის წევრად აღიარა  და ვალდებულები არიან პარლამენტის წევრზე თავდასხმა გამოიძიონ.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდის, რომელ საათზე, ვის დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, ის არის ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ყველა წინადადება და ყველა გამოხმაურება, რომ "ის სამოქალაქო პირია", "აბა რა ეგონა?!", "ხო, ქვეყანაში არიან გაბრაზებული ადამიანები", ეს პირდაპირი წახალისება და პოზიტიური ნიშანია ყველა იმ მოძალადისთვის, რომელიც მსგავსი მოქმედების განხორციელებას გეგმავ. კახა კალაძე მიხვდა, რომ ეს პრობლემა აქვს ხელისუფლებას და გამოსავალი იპოვა იმაში რომ მან თქვა, მისი კომენტარი ვნახე, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი სამოქალაქო პირია და რა ქნან, ოღონდ დაავიწყდა, რომ როგორც თავად მიიჩნევენ, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტის წევრია. ამას ხაზგასმით ვამბობ, თორემ ჩვენთვის ეს პარლამენტი, მისი ყველა შემადგენლით, გახარიას ჩათვლით არალეგიტიმურია, მაგრამ ისინი ხომ ამბობენ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი და ყველა, ვისი უფლება-მოსილება არის ცნობილი, არის საქართველოს პარლამენტის წევრზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე მოხდა თავდასხმა და ახლა ველოდებით მათი მხრიდან პასუხს და პასუხისმგებლობას"- განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics