|
2025-02-18 17:27:48, 400 ნახვა
მსოფლიო
რუბიო და ლავროვი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ
„როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, ტამი ბრიუსზე დაყრდნობით წერს, რომ მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ორმხრივ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გახდა ცნობილი. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ორმხრივ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, იტყობინება „როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, ტამი ბრიუსზე დაყრდნობით. ცნობისთვის, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ს მხრიდან შეხვედრში მონაწილეობდნენ ქვეყნის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის დელეგაციას კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)