|
2025-02-18 17:12:18, 454 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაზე - თუ არ დამიბარებენ, თავისი მომხრეების თვალშიც დასაცინები გახდებიან
პარტია „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუკი „ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე არ დაიბარებენ, საკუთარი მხარდამჭერების „დასაცინები გახდებიან“, ხოლო თუ დაიბარებენ, იგი ამ „კლოუნადაში“ მონაწილეობას არ მიიღებს. „კითხვა დამისვეს, დაგიბარეს თუ არაო და ჯერჯერობით მე არ გამიგია, არც მომსვლია [შეტყობინება]... მგონი, არავის მისვლია, მაგრამ საჯაროდ ახსენეს რამდენიმე გვარი წინა ხელისუფლებიდან და მე არ ვუხსენებივართ“, - თქვა გიგა ბოკერიამ 18 თებერვალს თავის ფეისბუკ-გვერდზე პირდაპირ ეთერში. „მე თუ არ მახსენებენ და არ დამიბარებენ ამ კომისიაზე, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან. მე თუ არ მიბარებენ, აბა, რაზეა ხომ საერთოდ ლაპარაკი“? - აცხადებს გიგა ბოკერია და განმარტავს: „არა იმიტომ, რომ ჩემს როლს ვუსვამ ხაზს წინა ხელისუფლების დროს - ამ შემთხვევაში ამას ან რაიმე განსაკუთრებულობას არ ვგულისხმობ, - უბრალოდ, მათი პროპაგანდა წლების განმავლობაში ასე, ჩემი გვარის რეჟიმად იხსენიებდა, ტყუილ-მართალში აზელილ პოლიტიკურ ბრალდებებსა და მთლიანად სიცრუეზე დამყარებულ კონკრეტულ ბრალდებებს ისროდა. ამას დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა დოზით“. „ამ დროს თუ მე არ მეძახით მაგ კომისიაზე, ანუ, პირდაპირ თქვენით აცხადებთ, რომ ეს კლოუნადაა და სხვა მოსაზრებებთ არჩევთ [ადამიანებს]. ხოლო თუ დამიბარებენ, რა თქმა უნდა, დემონსტრაციულად, ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ. ლეგიტიმურიც კი რომ ყოფილიყო, - ან ასეთი მკაფიო არ ყოფილიყო მათი არალეგიტიმურობა, - მაინც არ მივიღებდი მონაწილეობას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)