|
2025-02-18 12:42:04, 510 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს!
"წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს". - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.პოსტით პოლიტიკოსი მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, აეროპორტში კვერცხები ესროლეს. "ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს!" - წერს ყოფილი პრემიერი. შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, 18 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს. ჯერჯერობით ინციდენტის ამსახველი კადრები არ გავრცელებულა. სალომე ზურაბიშბილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)