12:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 15:58:04, 552 ნახვა

პოლიტიკა
დღეს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა

დღეს, 17 თებერვალს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა. ახალი მოძრაობის წარდგენა ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე მის ძეგლთან გაიმართა.

მათი ცნობით, უახლოეს თვეებში დაგეგმილია სრულფასოვანი საპროგრამო დოკუმენტის შემუშავება, რომელზეც მოძრაობის შიგნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ.

„მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა. ისინი არა მხოლოდ აკრიტიკებენ წარსულსა და დღევანდელობას, არამედ აქვთ საერთო ხედვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მოძრაობის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებს, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებას, თანასწორობას, სამართლიან მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივი რესურსების მიტაცებას. მოძრაობის წევრთა ნაწილი პროფკავშირულ გაერთიანებას წარმოადგენს, ნაწილი კი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბრუნებისთვის მიმდინარე პროტესტში”, – აღნიშნავენ დამფუძნებლები.

„ეს არ არის სპონტანური ინიციატივა. არჩევნებამდე და შემდგომ, მემარცხენე ჯგუფებმა გააძლიერეს კოორდინაცია, ერთობლივი მუშაობა და აქტიური წინააღმდეგობა ერთპარტიული მმართველობისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.

დღეს, ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი. მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს”, – ამბობენ მოძრაობის დამფუძნებლები.

ამ ეტაპზე მოძრაობა 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც იზიარებს მის ღირებულებებსა და პრინციპებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics