|
2025-02-16 21:04:25, 667 ნახვა
პოლიტიკა
ოცნება ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული – ქარტია
გუშინ, 15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი ჩავარდა. ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა. შემთხვევის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან დაახლოებული „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, „ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისა და ოპერატორების მისამართით. მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფების მიმართ“. ბათუმში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს ჟურნალისტებზე თავდასხმის წახალისება.
„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი, სულხან მესხიძე, 16 თებერვალსაც გახდა აგრესიული კაცის სამიზნე, რომელმაც თავი ადგილობრივ მცხოვრებად წარადგინა. ჟურნალისტი ამ დროს დღის შუქზე იღებდა შემთხვევის ადგილს და ადგილზე არსებულ ანტისანიტარიასა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. აგრესიულმა კაცმა მისკენ გაიწია და დარტყმით მიკროფონი გააგდებინა. ადგილზე მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეესწრენენ მოქალაქის ძალადობას ჟურნალისტზე, ინციდენტი რეაგირების გარეშე დატოვეს,“ – ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში. ქარტია მომხდარს უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების მიმართ წახალისებული აგრესია და ძალადობა სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ჟურნალისტები მუშაობისას არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად. „15 და 16 თებერვალს „ოცნების ქალაქში“ შემთხვევის ადგილას მისული ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ – ისინი ცდილობდნენ დროულად მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რასაც ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მსგავს შემთხვევებში კვალიფიციური მედიაგაშუქება ხელს უწყობს გამოძიების სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და ტრაგედიების პრევენციას.
მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის 120-მდე შემთხვევა აღრიცხა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შსს-სგან მოითხოვს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ თავიანთი პროფესიული და თანამდებობრივი მოვალეობების მიმართ და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები უზრუნველყონ როგორც ეს კანონით ევალებათ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებით დაინტერესდეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში 15 თებერვალს დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაღუპული ბავშვების ოჯახებს თანაუგრძნობს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)