15:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 20:51:03, 371 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიაში სირიის მოქალაქე ხალხს დანით დაესხა თავს, მოზარდი გარდაიცვალა

სამხრეთ ავსტრიის ქალაქ ვილახში, შაბათს, დანით თავს დაესხნენ ხალხს. გარდაიცვალა 14 წლის ბიჭი. დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, 15-დან 39 წლამდე, რომელთაგან სამი რეანიმაციაშია, დანარჩენმა ორმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, იუწყება Reuters.

თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიცია მის სახელს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ის 23 წლის სირიელია, რომელმაც თავშესაფარი ავსტრიაში მოითხოვა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გერჰარდ კარნერმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი იყო დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული. კარნერის თქმით, IS-მა ის ინტერნეტის საშუალებით აიყვანა. მინისტრის თქმით, მას აქამდე პოლიციის ყურადღება არასოდეს მიუქცევია.

პოლიცია მომხდარს განიხილავს, როგორც რადიკალი ისლამისტის მიერ განხორციელებულ ტერაქტს. ავსტრიის მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლებმა იმიგრაციის წესების გამკაცრება მოითხოვეს.

მოძრაობა „თავისუფალმა სირიის საზოგადოება ავსტრიაში“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ცალსახად გმობს თავდასხმა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ახლობლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics