|
2016-03-09 11:51:50, 598 ნახვა
საზოგადოება
მერია ჭავჭავაძის N 53-55-ის მიმდებარედ გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია ჭავჭავაძის N 53-55-ის მიმდებარედ გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა, შესაბამისი დათვალიერების ოქმის საფუძველზე, ჭავჭავაძის ქ. N 53-55-ის მიმდებარედ არსებული გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო. „მოგეხსენებათ, რომ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ნარგავებზე სისტემატიურ ფიტოსანიტარულ მონიტორინგს ახორციელებს. გეგმიური შემოწმებისას ჭავჭავაძის N 53-55-ის მიმდებარედ არსებულ ხე-მცენარეებზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მონიტორინგის ჯგუფმა გამხმარი ხეები დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ხე-მცენარეები წარმოადგენს საფრთხეს, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საშიშროება გამხმარი და დაზიანებული ხეების წაქცევისა საკმაოდ დიდია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა, შესაბამისი დათვალიერების ოქმის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ჭავჭავაძის ქ. N 53-55-ის მიმდებარედ არსებული გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრის თაობაზე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში. ამასთან, მერიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამხმარი ხეების მოჭრა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)