|
2025-02-16 13:06:40, 461 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა, არა სიტყვებით, არამედ საქმეებით!
ყველა ნორმალურ ქვეყანაში სისტემური უგულებელყოფით დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია მმართველი ხელისუფლება - მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა სიტყვებით, არამედ საქმეებით!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სამშენებლო ტერიტორიების სრული მონიტორინგი და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა უნდა მოხდეს, ასევე, იქნას დაცული უსაფრთხოების ნორმები, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „თვითმარქვია ხელისუფლებამ“ ერთხელ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. “ყველა ნორმალურ ქვეყანაში სისტემური უგულებელყოფით დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია მმართველი ხელისუფლება. ცხადია, ჩვენმა თვითმარქვია ხელისუფლებამაც ერთხელ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე! ბათუმში ორი ბავშვის გარდაცვალება უსაფრთხოების სრული უგულებელყოფისა და სისტემური უპასუხისმგებლობის შედეგია. რიყეზე რომ ბავშვი დაიღუპა, ვინმემ გაკვეთილად მაინც მიიღო?! სამწუხაროდ – არა. ვაკის პარკის ტრაგედია? - არა! რას აკეთებენ ზედამხედველობის ორგანოები? რატომ ხდება, რომ უსაფრთხოების ნორმები სისტემატურად ირღვევა, ხოლო ტრაგედიები მეორდება? ირაკლი კობახიძეს, თვითმარქვია რეჟიმის პრემიერს, პირდაპირ ვეკითხები: თქვენ რამდენიმე დღის წინ ბათუმში იყავით, ე.წ. ოცნების ქალაქში, დაპირებები გაეცით, ხალხს ბედნიერი მომავალი აღუთქვით. და დღეს? სად ხართ ახლა, როცა ამავე ადგილზე ტრაგედია დატრიალდა?! ცრუ დაპირებული მშენებლობის დაცვის ნაცვლად უსაფრთხოება რომ დაგეცვათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა! მაგრამ თქვენთვის მთავარია ფული, კონტრაქტები და მორიგი გადაგორებული ტრაგედია. ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე თქვენთვის არაფერია! მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა სიტყვებით, არამედ საქმეებით! მოხდეს სამშენებლო ტერიტორიების სრული მონიტორინგი და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. დაცული იქნას უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ბავშვების სიცოცხლე არ არის სტატისტიკა! გუშინ რიყე, დღეს ბათუმი – ეს აღარ უნდა გაგრძელდეს! და როცა ვამბობთ, გვინდა ევროპა და განვითარება, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ, პირველ რიგში, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე იყოს დაცული! ბავშვების სიკვდილზე დიდი ტრაგედია არ არსებობს! თანავუგრძნობ ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ საშინელ ტკივილს! “ , - წერს გიორგი ვაშაძე.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)