|
2025-02-16 12:24:00, 416 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება მოსკოვის მიერ
როდესაც ხალხის ნებას აღარ აღიარებ, შენ უკვე ნაწილობრივ წყვეტ იყო დემოკრატია, როდესაც ხალხის სურვილის წინააღმდეგ მიდიხარ, შენ არ ხარ დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, „არის საქართველო ისევ დემოკრატია?“ - სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ძლივსღა“. კითხვაზე, „როდის შეწყვიტა საქართველომ იყოს დემოკრატია?“ - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უპასუხა: „შესაძლოა, არჩევნების დროს, რადგან, როდესაც ხალხის ნებას აღარ აღიარებ, შენ უკვე ნაწილობრივ წყვეტ იყო დემოკრატია. და კიდევ უფრო მეტი, როდესაც არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ მთავრობა, რომელიც ითვლება არალეგიტიმურად და რომელიც წავიდა საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც ერთგვარად უარყო კონსტუტუციის 78-ე მუხლი, რომელიც აწესებს ვალდებულებას ქვეყნის ყველა ინსტიტუტისთვის, გააკეთონ ყველაფერი თავიანთი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად და დასაჩქარებლად, როდესაც ამ მუხლის წინააღმდეგ მთავრობა ღებულობს გადაწყვეტილებას შეაჩეროს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ეს არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის ხალხის ნების საწინააღმდეგო, რადგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, და ბევრი, ბევრი წელი მანამდე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს, როდესაც შენ ამ სურვილის წინააღმდეგ მიდიხარ, შენ არ ხარ დემოკრატია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ. „საქართველოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ და ეს პარტია კონტროლდება ერთი კაცის მიერ და ეს კაცი, დიდი ალბათობით, კონტროლდება მოსკოვის მიერ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)