12:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 10:22:47, 348 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - 2 ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას, ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული

ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული! - ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო. უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს! , - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, მომხდარ უბედურ შემთხვევას.

როგორც ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.

“ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული!

,,ოცნების ქალაქში" ზუსტად 6 დღის წინ, ქოცებმა: რიჟვაძემ და კობახიძემ ახალი მშენებლობის კაფსულა ჩააგდეს და ამ პიარული ღონისძიებისთვის 209 ათასი ლარი დახარჯეს.

209 ათასი ლარი, ხალხო, პირდაპირი შესყიდვით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მაგრამ სამშენებლო მოედანი თხრილებით, ორმოებით და შემოუღობავი დატოვეს.

დღეს ამ წყლით სავსე თხრილებში 2 ბავშვი დაიხრჩო, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.

გამოვლენ დილით, იგლოვებენ კამერების წინ, მერე ვიღაც რიგითს შეახოცავენ ხელს, როგორც ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მარიტას შემთხვევაში, როგორც ეზოში სადენებით დაღუპული ბავშვის შემთხვევაში, როგორც რიყეზე რამდენიმე დღის წინ დაღუპული ბავშვის შემთხვევაში...

ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო.

უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს“,- წერს კუპრაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics