|
2025-02-16 09:14:17, 412 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული მხარის ინიციატივით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკ რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის გარშემო არსებული ვითარების მოგვარებაზე, პალესტინის და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, ასევე სხვა რეგიონულ მიმართულებებზე. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 12 თებერვალს ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის გაგრძელების სახით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა შეათანხმეს, რომ „შენარჩუნდება საკომუნიკაციო არხი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად, წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით მიღებული ცალმხრივი ბარიერების მოსახსნელად ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გზაზე“. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრება „იმ გზების შესახებ, თუ როგორ შეწყდეს სწრაფად ობამას ადმინისტრაციის მიერ 2016 წელს დაწყებული კურსი, რომელიც მიმართული იყო აშშ-ში რუსული დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების პირობების მაქსიმალურ გართულებაზე, რამაც, ბუნებრივია, საპასუხო ზომები გამოიწვია“. „ლავროვმა და რუბიომ დაადასტურეს მზადყოფნა, ერთობლივად იმუშაონ პრეზიდენტების მიერ დასახული ტონის შესაბამისად ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღდგენაზე. შეთანხმდნენ რეგულარულ კონტაქტებზე, მათ შორის რუსულ-ამერიკული უმაღლესი დონის შეხვედრის მოსამზადებლად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)