|
2025-02-15 10:29:33, 411 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, ჩვენ მათ დავეხმარებით
ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, ჩვენ მათ დავეხმარებით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. „თუ პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად შეუძლია დაარწმუნოს პუტინი, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი შეაჩეროს, ეს შესანიშნავი ამბავია. ამის შემდეგ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ. ჩვენ მათ დავეხმარებით“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე. მისი თქმით, ევროპამ კოლექტიური უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს და უფრო ავტონომიური უნდა გახდეს. „ამ პროცესის დასაჩქარებლად საფრანგეთი თავის როლს სრულად შეასრულებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება იყო. „ჩვენ სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი ეფექტური სტრატეგია აშშ-სა და ევროპასთან ერთად უნდა შევიმუშაოთ. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიები და საფრანგეთის კონკრეტული წინადადებები“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)