|
2016-03-08 23:27:49, 462 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე თარგამაძის ბრალდებაზე: ეს არის დიდი სიცრუე, თემები გამოელიათ და ახლა ეს მოიგონეს
"ეს არის დიდი სიცრუე, თემები გამოელიათ და ახლა ეს მოიგონეს" - ასე გამოეხმაურა კახი კალაძე გივი თარგამაძის ბრალდებას და აღნიშნულს აბსურდული უწოდა. "ეს არის დიდი სიცრუე, საერთოდ არ მესმის რაზეა საუბარი და რამდენად ღირს სეროზული კომენტარის გაკეთება. ენერგეტიკის სამინისტროს ცალკე ანგარიში არა აქვს, ერთადერთი ანგარიში არის ხაზინა და არა მგონია, ხაზინაში ასეთი თანხები ირიცხებოდეს. რაც შეეხება ბანკ კალა კაპიტალს, ასეთი ბანკი არ არსებობს. ჩემი დაარსებული ბანკი პროგრეს ბანკია, რომელიც მე გავასხვისე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ," - განცხადა კახი კალაძემ გადაცემა არჩევანში. ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გივი თარგამაძემ კახი კალაძეს ბრალი დასდო. თარგამაძის თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს ე.წ. კანონიერმა ქურდმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ" 1 მილიონ 100 ათასი ლარი ჩაურიცხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)