|
2025-02-14 12:02:50, 378 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა უცხოეთის დახმარების პროგრამების დროებით აღდგენა
ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს განკარგულებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით, სასამართლო პროცესების დასრულებამდე უნდა აღადგინოს უცხოეთის დახმარების პროგრამების დაფინანსება. გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო ფედერალურმა მოსამართლე ამირ ალიმ. მან განიხილა ორი ორგანიზაციის, შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ადვოკატირების კოალიციის და ჯანდაცვის გლობალური საბჭოს საჩივრები, რომლებიც პრეზიდენტის განკარგულების საერთოდ გაუქმებას ითხოვდნენ. ამ ორგანიზაციებს უცხოეთის ქვეყნებში სამუშაოდ აფინანსებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID). მოსამართლის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ USAID-ის ათასობით პროგრამის დაფინანსება შეაჩერა პროგრამების დეტალური ანალიზის მიზნით, თუმცა არ განუმარტავს, რატომ არის საჭირო ამ საკითხის შესასწავლად კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსების შეწყვეტა და უამრავი ორგანიზაციის დაზარალება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)