|
2016-03-08 19:02:54, 1172 ნახვა
მსოფლიო
ტერორისტულმა დაჯგუფება „დაეშიმ“ თურქეთი დაბომბა
თურქეთში, სირიიდან გამოშვებული რაკეტებიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მათგანი ბავშვია, კიდევ ორი ადამიანი დაშავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters თურქეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, თავდასხმა თურქეთის ქალაქ კილისზე განხორციელდა. წყაროს ინფორმაციით, თურქულმა სამხედრო ძალებმა სირიაზე საპასუხო თავდასხმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც სირიის ძალებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, პირველი ჭურვი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ააფეთქეს, რამაც ხალხში პანიკა გამოიწვია. როდესაც ადგილობრივები შეიკრიბნენ, ამის შემდეგ კიდევ ერთი ჭურვი ააფეთქეს. აღსანიშნავია, რომ დაბომბვა პერიოდულად ხორციელდება. ცნობისთვის, თავდასხმა სირიის იმ ტერიტორიიდან მოხდა, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. აფეთქებას ახორციელებს ტერორისტული დაჯგუფება „დაეში“, რომელიც ISIS-ის მსგავსი დაჯგუფებაა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, კილისში სკოლები დაიხურა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)