|
2025-02-13 16:42:10, 443 ნახვა
საზოგადოება
2025 წლის იანვარში საქართველოში $481 მილიონის ნახატები შემოვიდა
2025 წლის იანვარში საქართველოში უპრეცედენტო ღირებულების 481 მილიონი დოლარის (1.35 მილიარდი ლარის) ღირებულების ნახატები შემოვიდა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ოპერატიული სტატისტიკის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, იმპორტი განხორციელდა სამი ამანათის მეშვეობით, რომელთაგან ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან გამოიგზავნა. ნახატების და მათი გადასატანი ყუთების წონა 6.6 ტონას შეადგენდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტი 45%-ით, 1.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყანაში ხელოვნების ნიმუშების შემოტანა იყო. აღნიშნულის გარეშე იმპორტი მხოლოდ 1.1 მილიარდი დოლარი იქნებოდა, წლიური ზრდა კი 1.8%. ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც წერს, რომ აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელდა. საქონლის განბაჟება 2025 წლის იანვარში განხორციელდა. უცნობია, მასზე გადაიხადეს თუ არა საიმპორტო გადასახდელი, რომელიც მთლიანობაში ამ ღირებულების აქტივისთვის 242 მილიონი ლარი იქნებოდა. შეხსენებისთვის, 2024 წელს "ქართული ოცნების" პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აქტივები, რომლებიც არის ოფშორული კომპანიების საკუთრებაში, საქართველოში გადმოტანის გადასახადებისგან თავისუფალია. ციტატა კანონიდან: "შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის 2028 წლის 1 იანვრამდე გადაცემის შემთხვევაში: ა) ამ უცხოური საწარმოს და მისი პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად მიიჩნევა, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან; ბ) აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით 2030 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან,"- წერია ე.წ. ოფშორების კანონში.
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)