|
2016-03-08 18:03:00, 502 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმარ ქალს 8 მარტი მიულოცა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალთა დღესთან დაკავშირებით „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარს, ყოფილ პატიმარ ქალს ესტუმრა და 8 მარტი მიულოცა. მანანა შონია იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის გამარჯვებულია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის იანვარში დატოვა ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად. გათავისუფლების შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამაში ჩაერთო, რომელიც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მანანა შონიამ ისარგებლა ფსიქოლოგიური დახმარების სერვისით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ყოფილი პატიმრის ემოციური მდგომარეობა; წარმატებით დაასრულა სოციალური უნარების განვითარების ტრენინგკურსი. ბენეფიციარს თბილისის მერიისგან გადაეცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის ბარათი. მანანა შონიამ მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, წარადგინა ბიზნესიდეა, მოიპოვა გამარჯვება და დღეს მას საკუთარი ბიზნესი აქვს. მანანა შონია ქსოვს, კერავს, ქარგავს, ამზადებს სხვადასხვა აქსესუარს. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში მან 3 საკერავი მანქანა შეიძინა. მისმა ნამუშევრებმა თურქეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)