|
2016-03-08 17:57:59, 657 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მშობელთა სკოლის“ მონაწილეებს 8 მარტი მიულოცა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაციის სახლში მიმდინარე პროექტის − „მშობელთა სკოლის“, მონაწილეებს შეხვდა და ქალთა დღე მიულოცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი სირთულეების მქონე არასრულწლოვანთა დედები მონაწილეობენ. ტრენინგების ფარგლებში მშობლები იმ აკადემიური და სოციალური პრობლემების შესახებ მსჯელობენ, რაც მათ შვილებს აწუხებთ. „მშობელთა სკოლა“ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია მშობელთა გაძლიერებაზე. პროექტი 5 სესიისგან შედგება. ტრენინგის ფარგლებში მშობლები ეცნობიან ბავშვის აღზრდის ფორმებს, შვილთან შესაძლო კონფლიქტების მოგვარების მეთოდებსა და საკანონმდებლო რეგულაციებს. სესიები დატვირთულია დისკუსიებითა და ჯგუფური სავარჯიშოებით, რომელთა საშუალებითაც პროექტის მონაწილეები შეძლებენ მშობლის უნარების გაუმჯობესებას, შვილის ემოციებისა და გრძნობების უკეთ გაგებას და მათ მხარდაჭერას. თითოეულ ჯგუფურ სესიაზე განიხილება სხვადასხვა მაგალითი და სავარჯიშო, რომლების თემებიცაა მოზარდთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების განსაზღვრა, მშობლის პასუხისმგებლობის გააზრება, შვილის გრძნობებისა და ემოციების დანახვაში მხარდაჭერა, მშობლის უფლებების გაანალიზება. მედიაციის სახლი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მედიაციის სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებაზე მუშაობაა. ამ მიზნით ცენტრი დანაშაულის ჩადენის რისკჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვნებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)