|
2025-02-13 10:40:36, 329 ნახვა
მსოფლიო
ჯასტინ ტრუდო - კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება
კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. „მოდით მკაფიოდ ვთქვათ: 51-ე შტატად გახდომის შესახებ საუბარი იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არასდროს მოხდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები სერიოზულად უნდა მივიღოთ და კანადის ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. მისი თქმით, კანადას აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტი არ სურს, თუმცა თუ აშშ ტარიფებს დააწესებს, მაშინ კანადა შესაბამის პასუხს გასცემს. „ჩვენი პასუხი ცალსახა იქნება. კანადა შესაბამის პასუხს გასცემს, გამოზომილს, მაგრამ ძლიერს, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს აშშ“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და ამ შემთხვევაში კანადას ტარიფები არ დაუწესდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)