|
2025-02-13 09:00:26, 399 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე - არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია
არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეეწინააღმდეგება თუ არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. მისი თქმით, დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება და ის ამას ეთანხმება. „არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია. ვიცი, რომ თავდაცვის ახალმა მდივანმა, რომელიც არის შესანიშნავი, პიტ ჰეგსეტმა, გააკეთა განცხადება დღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა ან არაპრაქტიკული. ვფიქრობ, ეს ალბათ ასეა. დიდი ხანია ამბობენ, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა და ამას ვეთანხმები“, - აღნიშნა ტრამპმა. ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია. კერძოდ, მისი თქმით, აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)