|
2025-02-12 15:23:21, 365 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ
სათვალავი ამერია, რამდენი ამგვარი საქმე გვინახავს სახელმწიფო გადატრიალებაზე და ბევრ სხვა ღიმილისმომგვრელ ბრალდებაზე - ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე“ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას. ბოკუჩავა აღნიშნულ პროცესს „ცრუ გამოძიებას“ უწოდებს. „მერამდენე ცრუ გამოძიება უნდა დაიწყოს ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა, დამოუკიდებელი მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და ერთეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ? 12 წელია ივანიშვილის რუსული რეჟიმის ოპოზიციაში ვარ და სიმართლე გითხრათ, სათვალავი ამერია, რამდენი ამგვარი საქმე გვინახავს სახელმწიფო გადატრიალებაზე და ბევრ სხვა ღიმილისმომგვრელ ბრალდებაზე. აქ უბრალოდ სასაცილო ის არ არის, რომ ივანიშვილმა მთელი ქვეყანა და მისი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მისი პოლიტიკური ინტერესის დაქვემდებარების პროცესში ჩამოანგრია. ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს, სახელმწიფო ინსტიტუტები სახელმწიფო ინსტიტუტებს აღარ ჰგავს, ყველა ემსახურება ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ინტერესებს - შეინარჩუნოს ძალაუფლება. ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან, კანონთან, კანონის უზენაესობასთან და ზოგადად, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესთან, არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ შეტანილ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)