|
2016-03-08 15:37:53, 397 ნახვა
პოლიტიკა
გადაბაძე: „იმედის“ დირექტორი „მაესტროს“ ჟურნალისტებს გაჩეჩილაძესთან შეხვედრის ორგანიზებას სთავაზობს
"მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის ინფორმაციით, ტელეკომოპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე, პირადად ურეკავს "მაესტროს" თანამშრომლებს და ახალ მენეჯმენტთან შეხვედრას სთავაზობს, - ეს ინფორმაცია ბაია გადაბაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. როგორც ბაია გადაბაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, "იმედის" გენერალური დირექტორი საკმაოდ მაღალ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებს დაუკავშირდა. მისივე თქმით, ის კონკრეტული ჟურნალისტების იდენტიფიცირებას ვერ მოახდენს, თუმცა მას ეს ინფორმაცია ძალიან სარწმუნო წყაროსგან აქვს. "ის ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის ორგანიზებას სთავაზობს, რაც მისი მხრიდან მინიმუმ არაკოლეგიალური და არა გონივრული არის, რადგან "მაესტროს" საკითხებში ასეთი ჩართვა, როგორც ირაკლი რუხაძე და "იმედის" მენეჯმენტი ერთვება, უბრალოდ არ არის ლამაზი და ამის გაკეთება სხვანაირადაც შეუძლიათ. ჩვენ ყველას ირაკლი რუხაძის ფაქტორი გამოგვრჩა, რომელიც რატომღაც თავის მეგობრებთან ერთად ვითომ და "მაესტროს“ გადასარჩენად იბრძვის. მე მინდა ვუთხრა ყველას ვინც "იმედის" ბედზე ზრუნავს, რომ "იმედის" ბედზე ზრუნვა გააგრძელონ, იმიტომ რომ "მაესტრო" თავის თავს თვითონ მიხედავს. ვინც კონკურენტ არხზე რაღაცა მანიპულაციებს ახორციელებს უბრალოდ გულის ამრევია და ამას სხანაირად ვერ შევაფასებ", - განაცხადა ბაია გადაბაძემ კითხვაზე, დაასახელებს თუ არა კონკრეტული ჟურნალისტების გვარებს, ვისაც „იმედის“ დირექტორი დაუკავშირდა, გადაბაძემ განაცხადა, რომ „თუ მოვლენებმა სხვა ხასიათი მიიღო, მას ამ თანამშრომლების სახელებისა და გვარების დასახელება მოუწევს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)