|
2025-02-12 10:44:41, 375 ნახვა
მსოფლიო
ჯო უილსონი - საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც გაბედულად მოითხოვს ახალ არჩევნებს
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაბედულად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, "ოქტომბერში პუტინისტურმა ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა. "რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისთვისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს. მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს, რომ ამერიკის ახლო მეგობრები, ევროკავშირისა და NATO-ს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს. რეჟიმმა შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ როდესაც ირანის რეჟიმმა პრეზიდენტ დონალდ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაბედულად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს", – განაცხადა ჯო უილსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)