|
2025-02-12 09:16:43, 367 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე, ფედერალური მთავრობის ზომის შემცირების მიზნით, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინტერესებულია მაღალი ხელფასის მქონე ფედერალური თანამშრომლების საქმის გამოძიებით. მან ეს თანამშრომლები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი საქმის შესწავლა სურს. ამასთან, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ფედერალური მუშაკები, რომლებიც გადადგომის შეთავაზებას დაეთანხმებიან, თავიანთ ფულს მიიღებენ. ტრამპმა ეს კომენტარი მაშინ გააკეთა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შეუძლია თუ არა პირადი გარანტია მისცეს თანამშრომლებს, რომ ანაზღაურებას სექტემბრამდე მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)