|
2016-03-08 14:16:06, 420 ნახვა
პოლიტიკა
ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია გაიმართება
დღეს პარლამენტის შენობასთან, ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართება. ქალთა მოძრაობის წევრი ორგანიზაციები დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე მოთხოვნით შეიკრიბებიან. მათ შორის მთავარი მოთხოვნაა - მეტი ქალი პარლამენტში. აქცია 15 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს იმ კანონპროეტის მხარდაჭერა, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და რომელიც პარლამენტში, გენდერული კვოტების მინიჭებას ითვალისწინებს. „ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს წარმომადგენლობითი ორგანო. ქალები ქალთა უფლებებს და არა მარტო ქალთა უფლებებს გაცილებით უკეთესად იცავენ, ვინაიდან მათ აქვთ განსხვავებული ცოდნა, განსხვავებული გამოცდილება და მართვის მეთოდები. ჩვენ ვითხოვთ, კვოტებს რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება 150 მანდატიან პარლამენტში ქალების 25% მონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ბევრი, მაგრამ არის საკმარისი, იმისათვის რომ უკეთესი პარლამენტი გვქონდეს“, - განაცხადა ქალთა მოძრაობის წევრმა ბაია პატარაიამ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აქცია ქვემომოქმედების ხასიათის იქნება. შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც გადაეცემა იმ ქალბატონებს, როლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)