|
2025-02-11 15:54:18, 563 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - შედგება სხვადასხვა სეგმენტების პლატფორმები, რომლებიც იმუშავებენ ჩვენთან ერთად
შეხვედრები, რაც დავიწყე, ერთი მხრივ მიმართულია, რომ მიუნხენში ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები, მეორე მხრივ კი ჩემი სურვილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ირგვლივ სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები შედგეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედია მენეჯერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება, დღეს დასახელებულ გზავნილებს კი მიუნხენში წაიღებს. „შეხვედრები, რაც დავიწყე, ერთი მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ მიუნხენში მხოლოდ მე კი არ წავიდე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით, რაც ქვეყანაშია. ამავე დროს, ჩემი სურვილია, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც შემცირებული, შემჭიდროებულია, შედგეს სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ამ მიზნით შევხვდი დიპლომატებს და ერთგვარი დიპლომატიური კლუბი შევქმენით. დღეს მედია მენეჯერებთან მქონდა მნიშვნელოვანია შეხვედრა, რომ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქართული მედია გაძლიერდეს იმ მდგომარეობასა და მომენტში, როდესაც მასზე ძალიან დიდი წნეხია, რადგან ყველა დიქტატურული რეჟიმის სამიზნე, რომელიც ცდილობს, რომ გამყარდეს, საზოგადოება და მედიაა. სიტყვის თავისუფლება, არის საზოგადოებაში უპირველესად, მაგრამ დაცული უნდა იყოს მედიის მიერ. ამიტომ, მათ გზავნილებს წავიღებ მიუნხენში, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება. გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზია ამაღლობელი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რადგან ის გახდა სიმბოლო სიტყვის თავისუფლების, წნეხის, რომელიც უპირველესად, რეგიონულ მედიაზე ვრცელდება. ალბათ, რუსული რეჟიმი თვლის, რომ რეგიონული მედია უფრო სუსტია და შეუძლია, იქ დაამყაროს თავისი გავლენა. ეს ასე არ იქნება. ჩვენ ერთად ვიქნებით და როგორც შევძლებ და სადაც შევძლებ, ყველას დავიცავ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)