|
2025-02-11 15:18:15, 455 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდამჭერია
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბისი Svaneti Freeride Week Junior-ის მთავარი სპონსორია. 12 თებერვლიდან, მესტია ახალგაზრდა ფრირაიდერებსა და ზამთრის სპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს. Svaneti Freeride Week Junior ღონისძიებების კვირეულია, რომლის ფარგლებშიც, სპორტული აქტივობების პარალელურად, მესტიის პარკში მოეწყობა საშეჯიბრო სოფელი, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ფრირაიდის შეჯიბრს და კინოჩვენებებს. ასევე, გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას. ჯუნიორების შეჯიბრება 13 თებერვალს გაიმართება და 25-მდე სპორტსმენი გაუკვალავ თოვლში, ზურულდზე დაეშვება. ზამთრის სპორტის მოყვარულებს და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს კი, საშუალება მიეცემათ სპეციალურად განსაზღვრული ზონებიდან ასპარეზობას ადევნონ თვალი. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. ფრირაიდის კვირეული ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრში. ფრირაიდისა და ადრენალინის მოყვარულები ბევრ ახალ და საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ. თიბისისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლის მიზანიც საქართველოს კონკრეტული რეგიონის განვითარებაა; ამასთან, ახალ თაობაში სპორტის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა. ეს პროექტი კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას. ასევე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების სპორტული კარიერის შემდგომ განვითარებას. სვანეთის შემდეგ, თიბისი და ფრირაიდი მარტში, გუდაურში გადაინაცვლებენ, სადაც შეჯიბრების ახალი ეტაპები გაიმართება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)