17:20 - 23 May, 2026
|
2025-02-11 14:47:48, 346 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი რუსეთში ჩავიდა. „არა, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ჩვენ კონტაქტებს არ ვგეგმავთ“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის კავშირები სხვადასხვა უწყებების მეშვეობით „ნამდვილად გაძლიერდა, მაგრამ უკრაინის საკითხზე ახალი არაფერია“. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში აშშ-ის ელჩი, ლინ ტრეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)