|
2025-02-11 14:17:23, 365 ნახვა
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე - მაღალი ეკონომიკური ზრდა პარლამენტისა და მთავრობის წარმატებული მუშაობის მთავარი შედეგია
ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა "პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი წარმატებული მუშაობის მთავარი შედეგია, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე". მისივე შეფასებით, 2025 წელი ძალიან საინტერესო იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდისა და კარგი მაკრო-ფისკალური მაჩვენებლების შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წელს გაწეული საქმიანობის 100-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა, რომელიც პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო. აღნიშნული შეფასებები კვიჟინაძემ სწორედ ამ ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა. „2024 წელი წინა წლების მსგავსად წარმატებული იყო. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებიც. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზით, 2024 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით უპირობო ლიდერია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ამასთან, საქართველოს აქვს უფრო მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ და მეზობელ ქვეყნებს. ამავე პროგნოზების თანახმად, ასევე საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის მაკრო-ფისკალური მაჩვენებლები ერთ-ერთი საუკეთესოა. კერძოდ, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის საქართველოს აქვს მთავრობის ვალის მშპ-სთან თანაფარდობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი და მე-7 ადგილზეა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლით - მე-11 ადგილზე, ასევე, ევროკავშირის 10 კანდიდატ ქვეყანას შორის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლით მე-3 ადგილზეა, ხოლო მთავრობის ვალის თანაფარდობით მშპ-სთან - მე-5-ზე. 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა ხელი შეუწყო ქვეყნის ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო შეფასებებში. არსებული შეფასებებით, 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსის (Open Budget Index) მიხედვით, საქართველო 87 ქულით (100 ქულიდან) საბიუჯეტო გამჭვირვალობის მხრივ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს“,-აღნიშნულია კომიტეტის ანგარიშში.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)