|
2025-02-11 13:44:39, 448 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - გაბიტაშვილთან დაკავშირებით ინციდენტზე დილით გავიგე, ოპოზიციას მოვუწოდებ, სპეკულაციას თავი დაანებოს
გაბიტაშვილთან დაკავშირებით ინციდენტზე დილით გავიგე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ოპოზიციას მოვუწოდებ, სპეკულაციას თავი დაანებონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, მომხდარს გამოძიება დაადგენს. მომხდარი ინციდენტის თაობაზე დილით გავიგე. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება ამ პიროვნებას, ვინმეს თუ ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, არ მომრიდებია, პასუხი გამეცა ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ სადაც უამრავი ადამიანი იყო. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ. ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ, მან დააფიქსირა პოზიცია. გაგებით მოვეკიდე და მგონია, რომ არც ერთმა ახალგაზრდამ ამ უსამშობლოების სექტას თავი არ უნდა გამოაყენებინოს. თემა ამით დამთავრდა. საცოდაობაა გარკვეული ჯგუფების მცდელობა, ამ თემით ქულები დაიწერონ. რაიმე ეჭვი თუ არსებობს, აგერ არის პოლიცია და არ გაუჭირდება ჩივილი. თუ დამიბარებენ, იმავე ჩვენებას მივცემ, რა ჩვენებაც მივეცი აბუ დაბიში, როცა გამოძიება მიმდინარეობდა. ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ და თავის გაჭირვებულ თავს მიხედონ, მიტინგებზე დაცვის გარეშე რომ ვერ დადიან და ამ ახალგაზრდებს იყენებენ. ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა – შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა. ნიღბით იყვნენ თუ უნიღბოდ, მომხდარს გამოძიება დაადგენს და თუ მახსენებს, მივალ და ჩვენებას მივცემ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)