|
2025-02-11 10:41:35, 414 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ - ხალხი შიმშილით დაიღუპება? - მაშინ ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ
ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. „ჩვენ საგარეო დახმარების გაწევის თვალსაზრისით ჩართულობას გავაგრძელებთ, რადგან მიმაჩნია, რომ სათანადოდ ორგანიზებული დახმარება კარგია ქვეყნისთვის. მაგრამ ის სწორად უნდა იყოს ორგანიზებული. ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ უარს ვამბობთ საგარეო დახმარებაზე, რომელიც სულელურია, რომლითაც ამერიკელი გადამხდელების ფული იფლანგება“, - განაცხადა მარკო რუბიომ. მისი თქმით, აშშ გარკვეულ კონტექსტში ქვეყნებისთვის საგარეო დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს. „ჩვენ ყოველგვარი საგარეო დახმარება შევაჩერეთ და ახლა მას პროექტ-პროექტ განვიხილავთ. ხალხი შიმშილით დაიღუპება? შიმშილობა იქნება? მოახდენს ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას? უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე? - მაშინ ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. სასარგებლო პროექტები შენარჩუნდება და გაძლიერდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)