|
2025-02-11 09:15:32, 316 ნახვა
მსოფლიო
ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპს უკრაინის საკითხზე ესაუბრა
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ის ელის, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს, - ინფორმაციას გამოცემა Unian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხზე ისაუბრა. შოლცის თქმით, მკაფიო სიგნალი უნდა გაეგზავნოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა მას უკრაინის მხარდაჭერის შემცირების მოლოდინი არ ჰქონდეს. ამასთან, კანცლერმა თავი აარიდა პასუხის გაცემას უსაფრთხოების გარანტიებისა და ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობის გარეშე ევროპელი ჯარისკაცების უკრაინაში შესაძლო ყოფნის შესახებ დასმულ კითხვებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)