|
2025-02-10 20:31:43, 548 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ „მთავარი არხის“ ოპერატორის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა
„მთავარი არხის" ოპერატორის, სერგი ბარამიძის საქმეზე მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო მეორე მუხლის, სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში ბარამიძე სამართალდამრღვევად სცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. საქმე ეხება 2024 წლის 19 ნოემბრის ინციდენტს, როდესაც ბარამიძეს საპროტესტო აქციის გაშუქების დროს საპოლიციო ძალებმა ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მიყენებული დაზიანებების გამო სერგი ბარამიძეს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე პოლიციელთა ვინაობა, რომლებიც ძალადობაში არიან მხილებულნი, არ დასახელებულა. მიუხედავად ამისა, შსს სამინისტრომ, თავად მსხვერპლი დაადანაშაულა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში. სერგი ბარამიძემ სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პატიმრების პროცესებს აშუქებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)