|
2025-02-10 12:39:44, 356 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი!
ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ადმინისტრაციულ სახდელს, რომელსაც სასამართლო დააკისრებს, ის არ გადაიხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე მსჯელობენ. „ამ დავის იურიდიული თუ არსებითი ნაწილის განხილვას არ ვაპირებ, რადგან ეს აბსურდია. ცალსახაა ერთი რამე, ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად ფინანსური ტერორი აქვს დაწყებული. ეს საქმეები ფინანსური ტერორია ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ადამიანებს, თითო სოფელს, 5 მილიონს პირდებოდა, 5000-ლარიანი ჯარიმით ასაჩუქრებს საკუთარ მოქალაქეებს. დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ამოღება უნდათ საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან. მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი, ვერავის მოვუწოდებ ასე იმოქმედონ, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად. ის ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ",- განაცხადა უგულავამ სხდომის დაწყებამდე. სასამართლო პროცესზე კი ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილების შუამდგომლობა დააყენა. აბესაძის თქმით, მოსამართლე ესტონეთმა დაასანქცირა, შესაბამისად, მას ეს საქმე არ უნდა განეხილა. მოსამართლეს მიმართა უგულავამაც და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ფარსია და ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი. „წინასწარ ვიცით თქვენი გადაწყვეტილება. ამ წარმოდგენაზე დიდ დროს ნუ დავხარჯავთ, ცირკსაც ვერ ვუწოდებ, ცირკში ადამიანები ერთობიან, აქ გასართობი არაფერია", - მიმართა უგულავამ მოსამართლეს. მოსამართლემ აბესაძის შუამდგომლობა დასაბუთებლობის არგუმენტით არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა. გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)