|
2025-02-10 08:36:23, 442 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, რომ განათლების სამინისტრო შეამოწმოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკს პენტაგონში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამოვლენას დაავალებს.
ამასთან, ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, ენდობოდა თუ არა მასკს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ილონს ვენდობი? მას ამით არანაირი სარგებელი არ აქვს. პირიქით, მიკვირს როგორ შეუძლია ამდენი დროის დათმობა ამისთვის. ის საკმაოდ ჩართულია ამ საქმეში. იცით, ხალხმა ამისთვის ამირჩია. ხალხს უნდა, რომ მე ეს გამოვიკვლიო“. ცნობისთვის, პენტაგონის წლიური ბიუჯეტი ტრილიონ დოლარს უახლოვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ილონ მასკი, ტრამპის დავალებით, ხელმძღვანელობს ინიციატივას, რომელიც აშშ-ის საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად. ამ ინიციატივის ფარგლებში, მასკის თანაშემწეებმა სხვადასხვა სამთავრობო უწყების კომპიუტერულ სისტემებში კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა მოითხოვეს. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ქმედებები, სავარაუდოდ, უკანონოა და საფრთხეს უქმნის საიდუმლო ინფორმაციას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)