17:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 12:49:36, 381 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე — კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" არ მივცემთ საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს

კობახიძის თქმით, კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება.

„კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება. ამით როცა არიან შეშფოთებულები კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, ეს არის გამაოგნებელი ჩვენთვის. ისინი მხარს უჭერენ სიძულვილს, შეურაცხყოფას, ეს ხომ არანორმალური მოვლენაა. ამას ევროპასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენი სახელმწიფო მოიმოქმედებს ყველაფერს, იმისთვის, რომ არ დაუშვას  ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება. კატეგორიულად მიუღებელია სიძულვილი და შეურაცხყოფა ყველამ უნდა შეინახოს თავისთვის. მითუმეტეს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" არ მივცემთ ჩვენ იმის საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს. ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი. არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა „ნაციონალმა" პრობლემების შექმნა სცადოს ოთხი მილიონი ჩვენი თანამოქალაქისთვის. ოთხი ასეული ადამიანი ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემას ვერ შეუქმნის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ოთხივე მილიონი ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ოთხივე მილიონი ადამიანის წინაშე. ჩვენ გვყავს 3 700 000 მოქალაქე, თითოეული მათგანის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ ოთხმა ასეულმა „ნაციონალმა" არავითარი პრობლემა არ შეუქმნას. ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით. რადიკალური ოპოზიცია გაძევებულ იქნა პარლამენტიდან, მათ თვითონ დაწერეს განცხადებები ამასთან დაკავშირებით. მე მგონი არც ელოდნენ, რომ ეს განცხადებები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, არც ერთი „ნაციონალის" ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილი 12 „ნაციონალიც" დატოვებს საქართველოს პარლამენტს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics