|
2016-03-08 11:02:12, 576 ნახვა
საზოგადოება
ავტობუსების პარკის განახლებაზე სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას და ევრობანკის მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანსი მალიჟის შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, როგორიც მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაა, კერძოდ საუბარი შეეხო: ავტობუსების პარკის განახლებას, მეტროს მოდერნიზაციას და საბაგირო გზების განვითარებას. ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზეც გაამახვილეს, ისაუბრეს ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლებასა და გარე განათების სისტემების გაუმჯობესებაზე. ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ახალ ავტობუსებზე ტენდერი ამ დროისათვის მიმდინარეა და სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება. მისივე შეფასებით, აღნიშნული პროექტი იქნება ნათელი მაგალითი ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისა. „გარდა ავტობუსების ტენდერისა, რაც მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვისაუბრეთ, ასევე, სამომავლო თანამშრომლობაზეც, ისეთ საკითხებზე როგორიცაა - მყარი ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლება, ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ, განვიხილეთ ასევე, თბილისის მეტროპოლიტენის და საერთოდ, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის შემდგომ მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარდაჭერა და ასევე, გარე განათების თანამედროვე, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც მათი მხრიდან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა გვაქვს შემოთავაზებული, თუმცა საჭიროა უფრო მეტი დეტალიზაცია ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით. შესაბამისად, მივიღეთ თანხმობა და ვაგრძელებთ ყველა ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ EBRD-ის წარმომადგენლებს დედაქალაქში გადაადგილების გამარტივებისა და ტრანსპორტის ეკოლოგიურობის გაუმჯობესების კუთხით არსებული ხედვაც გააცნო. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, აღნიშნული ხედვა 5 ძირითად პრინციპს და მიმართულებას ეყრდნობა, ესენია : ინფრასტრუქტურული პროექტები, ტრანსპორტის განვითარება, ადგილობრივი რეგულაციები, ტექნოლოგიური მიმართულება და ცნობიერების ამაღლების კამპანია.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)