|
2025-02-08 11:27:25, 516 ნახვა
სამართალი
საგარეჯოში მოკლული გიორგი ფეიქრიშვილის მამის თქმით, მკვლელი და დაზარალებული წარსულში მეგობრები იყვნენ
საგარეჯოში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი ინფორმაცია გავრცელდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მოკლული 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილი, სოფელ ანთოკის მიმდებარედ მწყემსმა იპოვა. მოკლულის მამისა და მეგობრების თქმით, მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო კონფლიქტი, რის შესახებაც იცოდნენ და მოგვარებას ცდილობდნენ. მათივე თქმით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე წარსულში მეგობრები იყვნენ, თუმცა მათ შორის უთანხმოება ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მკვლელობით დასრულდა. მოკლული 38 წლის კაცი დაპირისპირებულ მხარეს მარტო შეხვდა, რის გამოც, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. „სახლიდან გავიდა 2 საათზე და ალბათ, მალევე შეხვდა მკვლელს. მე 4 საათზე შემატყობინეს ეს ამბავი. სხვა დეტალები არ ვიცი. ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდესო, ასე თქვეს. დეტალები ზუსტად არ ვიცი. საგარეჯოში ჩაისვა მანქანაში მკვლელმა, არ ვიცი სად მოკლა, რა მოხდა, სხვა დეტალები არ ვიცი. შეიძლება აქვე მოკლა და სადღაც სოფელში ჩამოაგდო. გიორგი ქურდოვანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი ბავშვობაში მეგობრები იყვნენ. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. მოკლული მწყემსმა იპოვა. ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი. მოტივი რა არის, არც ეგ ვიცი. ალბათ, ძალიან დიდი უთანხმოება, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება. მაგას პოლიცია გაარკვევს”, - ამბობს მოკლულის მამა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)