|
2025-02-07 12:22:33, 424 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ 22 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. ,,ლოკაციებზე" განთავსების გზით. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული სხვადსხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ განსაკუთრებით მკაცრია და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები გამოიყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, როცა სახეზეა ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)