|
2025-02-07 11:56:34, 415 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის ელექტრო ქსელს სამუდამოდ გამოეთიშებიან - ეს თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვებაა
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად. ეს არის თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვება“, - წერს კალასი. ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მეზობელი რუსეთისა და ბელარუსის ელექტროენერგიის ქსელს გამოეთიშებიან და ევროკავშირელი მოკავშირეებისკენ გადაერთვებიან. „ეს არის ფიზიკური გათიშვა რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემაზე ჩვენი დამოკიდებულების უკანასკნელი ელემენტისგან,” - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ Associated Press-თან ინტერვიუში. Associated Press-ი წერს, რომ ნავთობით და გაზით მდიდარ რუსეთთან ელექტროენერგიით კავშირების გაწყვეტა გეოპოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობის ფაქტია. ამ მიმართულებით მუშაობა დაჩქარდა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)