18:52 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 16:47:39, 499 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ბრძოლის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორს აშშ-ს გადასცემს

ბრძოლის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორს აშშ-ს გადასცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„პალესტინელები, ჩაკ შუმერის მსგავსი ხალხი, რეგიონში უფრო უსაფრთხო და ლამაზ დასახლებებში, ახალი და თანამედროვე სახლებით, იქნებიან გადასახლებულები. მათ შანსი ექნებათ ბედნიერები, საფრთხისგან დაცულები და თავისუფლები იყვნენ“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, ღაზაში ამერიკელი ჯარისკაცები განთავსება საჭირო არ იქნება.

„აშშ, მთელი მსოფლიოდან განვითარების სპეციალისტების შესანიშნავ გუნდებთან იმუშავებს, ნელა და ფრთხილად დაიწყებს იმის მშენებლობას, რაც დედამიწაზე ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი პროექტი გახდება. ამერიკელი ჯარისკაცები საჭირო არ იქნება. რეგიონში სტაბილურობა დამყარდება!“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics