|
2016-03-07 19:42:02, 513 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ქორწინებასთან დაკავშირებით პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოხდება
"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა, - ამის შესახებ ადგილიდან "ექსპრესნიუსისი" რეპორტიორი იტყობინება. პოლიტსაბჭოზე კოალიციის წევრი სუბიექტები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტში მოხდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. ამ საკითხზე კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ "რესპუბლიკელები". პარტიამ ამის შესახებ განცხადება დღესაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამ საკითხის ინიცირება და შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილების ვერ მიღება ქორწინებას უფრო მეტად დააზარალებს. ცნობისთვის, სამოქალაქო კოდექსში აქამდეც ეწერა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. თუ საკონსტიტუციო მხარდაჭერას მოაგროვებენ, ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩაიწერება. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად 113 ხმაა საჭირო. ამ ეტაპზე კი საპარლამენტო უმრავლესობაში 85 დეპუტატი ირიცხება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)