18:52 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 13:11:10, 353 ნახვა

მსოფლიო
კიშინიოვის აეროპორტში მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ძმა დააკავეს

ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა კიშინიოვის აეროპორტში პრორუსი პოლიტიკოსის, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ძმა ალექსანდრ დოდონი დააკავეს.

ინფორმაცია მოლდოვურ მედიას ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვასილი პლევანმა დაუდასტურა.

პლევანის თქმით, ალექსანდრ დოდონი ამჟამად კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის იზოლატორში იმყოფება. მან დააზუსტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ძმა უკანონო გამდიდრებაში არის ეჭვმიტანილი.

ალექსანდრ დოდონი მოლდოვაში რუსეთიდან ბრუნდებოდა.

ძმის დაკავებას გამოეხმაურა იგორ დოდონი:

"მან წინასწარ შეატყობინა პროკურატურას, რომ ქვეყანაში ბრუნდება. მზად იყო მისულიყო პროკურატურაში. მაგრამ ვიღაც ზემდგომმა გადაწყვიტა კანონის ნაცვლად ტერორისთვის მიემართა. ათობით და ასობით ადამიანი, რომელიც გარეული სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულში თავისუფლად გადის ქვეყნიდან და უკან ბრუნდება, აქ სხვა გათვლაა, ჩემზე პოლიტიკური წნეხის მოხდენა. ვუმეორებ ხელისუფლებას: თუ გსურთ პოლიტიკური საქმის გარჩევის მოწყობა, შემებრძოლეთ მე და არა ჩემს დედას, ცოლს და ძმას".

იგორ დოდონის განცხადებას გამოეხმაურა მმართველი პარტია PAS-ის პრესმდივანი ადრიან ვლასი:

"იგორ დოდონის განცხადება სისულელეა. მართლმსაჯულებამ უნდა შეასრულოს თავისი საქმე"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics