|
2025-02-06 13:03:02, 451 ნახვა
საზოგადოება
საგანგაშო მდგომარეობაა, სულ შეიძლება, გართულება იყოს – ჩხაიძე ამაღლობელზე
ვივამედის კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება, მის შიმშილობას გართულებები ნებისმიერ დროს მოჰყვეს. "დღეს მოვინახულე მზია ამაღლობელი, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება და ამ კვლევების შედეგად, ექიმების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მას დანიშნულება მიცემული აქვს, რაც სრულდება, თანხმობას აცხადებს [...] კვლევები ძირითადად უკავშირდება შიმშილობის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც, რომ კვლევები კიდევ გაგრძელდეს და კონტროლის ქვეშ იყოს. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე თავის ზეგავლენას ახდენს". - თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა, შიმშილობს. ის საჭირო კვლევებისთვის საპატიმროდან კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)