|
2025-02-06 12:17:01, 409 ნახვა
მსოფლიო
სამარის ყოფილი მერი და მისი ცოლი, შვილიშვილმა მოკლა და გვამები გადამალა
რუსეთის ქალაქ სამარის ყოფილი მერი, ვიქტორ ტარხოვი და მისი ცოლი ნატალია, სავარაუდოდ, მოკლულები არიან. ეჭვმიტანილი მათი შვილიშვილი ეკატერინაა, რომელიც პოლიციამ დააკავა. ტელეგრამ არხ "BAZA"-ს ინფორმაციით, ტარხოვი და მისი ცოლი, შესაძლოა, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ მოკლეს, თუმცა პოლიცია ამ დრომდე ვერ ახერხებს გარდაცვლილთა სხეულების ადგილსამყოფლის დადგენას. არხის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ტარხოვების გაუჩინარება ვერავინ შეამჩნია, რადგან მათი ტელეფონები აქტიური იყო სოციალურ ქსელში და ისინი შეტყობინებებზეც პასუხობდნენ. ეჭვები პირველად ტარხოვის ყოფილ მოადგილეს გაუჩნდა. კაცმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მას შემდეგ რაც 31 დეკემბერს ტარხოვისთვის ახალი წლის, ხოლო სამი დღის შემდეგ დაბადების დღის მილოცვა სცადა, ტარხოვმა ყველა ზარი უპასუხოდ დატოვა და შეტყობინების სახით უპასუხა, რომ "არ შეუძლია საუბარი". დაკავშირების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ კაცმა პოლიციას მიმართ. "BAZA"-ს მიხედვით, პოლიციის მიერ ტარხოვების საცხოვრებელ სახლთან დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ამოღებულ მასალებში ჩანს, რომ ტარხოვი და მისი ცოლი თვის დასაწყისში საკუთარ სახლში შევიდნენ, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოსულან. წყაროების ინფორმაციით, კადრებში ჩანს, რომ ტარხოვების შვილიშვილი, 29 წლის ეკატერინა უკანასკნელი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ესტუმრა სახლს და შენობას ყოველ ჯერზე დიდი ჩანთებით ტოვებდა. გამომძიებლების ვერსიით, მთელი თვის განმავლობაში ეკატერინა პასუხობდა ბებიისა და ბაბუის სატელეფონო შეტყობინებებს, რათა მათი გაუჩინარებით არავინ დაეჭვებულიყო. წინასწარი მონაცემებით, ეკატერინამ ბაბუის მანქანის, Rav 4-ის გაყიდვაც სცადა. გამომძიებლებს ჯერჯერობით არ აქვთ პირდაპირი მტკიცებულებები ვიქტორ ტარხოვისა და მისი ცოლის, ნატალიას მკვლელობის შესახებ. წყაროების თქმით, ტარხოვის ბინაში არც ბრძოლის და არც სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. 3 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იმავე დღეს ეკატერინა გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან არ ისურვა ჩვენების მიცემა და რამდენიმე საათის შემდეგ ის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ის 5 აპრილამდე დარჩება. ვიქტორ ტარხოვი სამარის მერის თანამდებობას 2006-2010 წლებში იკავებდა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)