15:44 - 22 May, 2026
|
2025-02-06 11:25:30, 372 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ და პარტია „ახალის“ წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს. ორივე მათგანმა ციხე 5000-5000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ, გვიან ღამით დატოვა. შეგახსენებთ, 2 თებერვალს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გიგი უგულავას და დიმიტრი ბიძინაშვილსაც, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდათ. ორივე მათგანს პოლიცია „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებოდა. სასამართლომ „თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულ 8-ვე პირს გირაო გუშინ შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)