|
2025-02-05 17:15:54, 384 ნახვა
სამართალი
საია-ს თავმჯდომარე - პალატაში მზიას საკვები დაუტოვეს, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა
მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, მზია ამაღლობელი არ შიმშილობს იმიტომ, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღონ. „დღეს მზია ამაღლობელი კლინიკაში მოინახულა საია-ს ადვოკატმა. მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა. მზია კატეგორიულად ითხოვს, რომ თუ კვლევები დასრულებულია, დააბრუნონ ციხეში. ის არ შიმშილობს იმიტომ, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღონ. მოშიმშილე პატიმრის კლინიკაში გადაყვანის საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით და მისი დაცვა ევალება სახელმწიფოს“, - წერს ქურდოვანიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)