19:57 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 11:58:45, 884 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ

ოთხშაბათს, 5 თებერვალს ღამით, უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კრასნოდარის მხარის სოფელ ნოვომინსკაიაში. -  ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

"უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დაეცა ავზს ნავთობპროდუქტების მცირე ნარჩენებით. გაჩნდა ხანძარი", - წერს ოფიციალური პირი და აღნიშნავს, რომ "ცეცხლი ლოკალიზებულია".

ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, შპს ალბაშნეფტი, მდებარეობს სოფელ ნოვომინსკაიაში. ის 2010 წელს გაიხსნა და ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 320 000 ტონამდე ნავთობპროდუქტს შეადგენს. ქარხანას აქვს რვა ავზი 9-დან 10,3 ათას კუბურ მეტრამდე მოცულობით. მ

საწარმო მდებარეობს დონის როსტოვის სამხრეთით 115 კილომეტრში და აზოვის ზღვის სანაპიროდან 40 კილომეტრში. მანძილი იქიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 230 კმ-ზე მეტია.

ტელეგრამის არხმა Astra-მ ქარხანაში ხანძრის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საწვავის ერთი ავზი მაინც მთლიანად ცეცხლშია შთანთქმული. ადგილობრივების თქმით, მოსკოვის დროით 06:15 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics