|
2025-02-05 10:11:41, 488 ნახვა
სამართალი
ბაჩიაშვილი - სხდომა და ხალხისთვის ინფორმაცია მხოლოდ იქ იხურება, სადაც ივანიშვილის პირადი ინტერესია
დღევანდელ პროცესზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეკრავს სანქცირებულ სამეულს - პროკურატურას, სასამართლოს და თვითონ ივანიშვილს, რომელიც რეალურად ამ პროცესის სახეა და თვითონ არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც - ივანიშვილის პირადი ინტერესი სადაც არის, მხოლოდ იქ იხურება ხალხისთვის ინფორმაცია,- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინია და სწორედ ამ მიზეზს მიიჩნევს სასამართლო სხდომის დახურვის წინაპირობად. „რა თქმა უნდა, ამ სასამართლო პროცესს დახურავენ იმიტომ, რომ ივანიშვილს ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის. ის ყოველთვის გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, დიდი ხანია არ გამოჩენილა ტელევიზორში და მარიონეტების ხელით ახორციელებს ტერორს და დიქტატურისკენ გზაზე სვლას, რაც საქართველოში ხდება. მე ვიქნები სხდომის დახურვის წინააღმდეგი, ხალხმა უნდა იცოდეს - ვინ არის ადამიანი, რომელიც სათავეში ქვეყანას უდგას. „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების საქმე რომ მიმდინარეობდა სასამართლოში, იქ უფრო ბევრი შიდა საბანკო საქმე განიხილებოდა და ისიც კი საჯარო იყო. ივანიშვილის პირადი ინტერესი სადაც არის, მხოლოდ იქ იხურება ხალხისთვის ინფორმაცია. ეს მისი ხელწერაა, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი აარიდოს“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, ჩვენებას დახურულ რეჟიმში აძლევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)